0
კაცობას რჯული რად უნდა? ეგ არას ერჩის ძმობასა, მგელი მგელსა სდევს,ვეფხვი ვეფხვს, ვაჟკაცი გულის ხმობასა. არვიცი ვისი ლექსია, მემეწონა კი ძრიალა, გამამიშალა ფიქრები და გული ამიფრიალა. სულთანმა ბალალაიკაჲ, ზარივით ააწკრიალა, კაცური სიტყო,ჩეჩენმა, ქართულად დააგრიალა. ორივეს ღმერთი გფარავდესთ, დამწერს და შამსრულებელსა. სიმღერებს რო ჰქმნით,კაცისთვი, ტკივილის განმკურნებელსა. საიტზე სულ თქვენ გიყურებთ, შენა და ხევსურ გელასა, დაიაურებს ეტყობათ, მღერის ნიჭი აქვთ ყველასა. მახარებს მოხევე კაცსა, თქვენი ძმობა და სიმღერა, თქვენმა შამყურემ,მოსკოვჩი, გავბედე ლექსის დაწერა. კაცობას რჯული ვერ მაგცემს, თუ არ მაგყვება ჯიშითა, მაგას ვერც ფულით იშოვნი, და ვეღარც მოთქმა-ვიშითა.
|