Mtavari - Main FAQ

|შაბათი, 19.07.2025, 13:31 | მოგესალმები(Welcome) სტუმარი
.

ვერ უყურებ ვიდეოს? მაშინ გადმოწერე ეს პროგრამა: flash player.exe ზომა: 1.83 mb
გვერდის ფერის ამორჩევა:



შეაფასეთ ჩვენი საიტი........... Rate our site...........
სულ პასუხი - Total votes: 289


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0




მთავარი - Main » FAQ [ ლექსის დამატება - Add lyric ]



კაცობას რჯული რად უნდა?
ეგ არას ერჩის ძმობასა,
მგელი მგელსა სდევს,ვეფხვი ვეფხვს,
ვაჟკაცი გულის ხმობასა.
არვიცი ვისი ლექსია,
მემეწონა კი ძრიალა,
გამამიშალა ფიქრები
და გული ამიფრიალა.
სულთანმა ბალალაიკაჲ,
ზარივით ააწკრიალა,
კაცური სიტყო,ჩეჩენმა,
ქართულად დააგრიალა.
ორივეს ღმერთი გფარავდესთ,
დამწერს და შამსრულებელსა.
სიმღერებს რო ჰქმნით,კაცისთვი,
ტკივილის განმკურნებელსა.
საიტზე სულ თქვენ გიყურებთ,
შენა და ხევსურ გელასა,
დაიაურებს ეტყობათ,
მღერის ნიჭი აქვთ ყველასა.
მახარებს მოხევე კაცსა,
თქვენი ძმობა და სიმღერა,
თქვენმა შამყურემ,მოსკოვჩი,
გავბედე ლექსის დაწერა.
კაცობას რჯული ვერ მაგცემს,
თუ არ მაგყვება ჯიშითა,
მაგას ვერც ფულით იშოვნი,
და ვეღარც მოთქმა-ვიშითა.
დაამატა - Added by: moxeve (Moxeve)|თარიღი:  16.04.2010


იმ ღამეს ვიშვით, როცა ლეკვებს ყრიდა ძუ მგელი,

დილით დაგვარქვეს სახელები ლომის ღრიალში,

მთის არწივების საბუდარში გვზრდიდენ დედები,

ხოლო მამები გვასწავლიდნენ ხართა მოთოკვას.

ამ მიწა-წყლისთვის, მამულისთვის გვზარდეს დედებმა.

და განსაცდელში ჩვენს სამშობლოს მტკიცედ დავიცავთ,

მთის თავისუფალ არწივებთან ერთად დავზრდილვართ,

სიძნელეები ღირსეულად დაგვიძლევია.

ეს გრანიტის კლდე ტყვიასავით დადნება უმალ,

ვიდრე ბრძოლაში დავკარგავთ კაცურ ღირსებას,

უმალ გასკდება დედამიწა მზის სიმხურვალით,

ვიდრე მიწაში ჩავიდოდეთ სულგაყინულნი.

ქედს არ მოვიხრით არასოდეს არვის წინაშე,

ჩვენ ერთი გზა გვაქვს: სიკვდილი ან თავისუფლება!

ჭრილობებს დები სიმღერებით მოგვიშუშებენ,

ხოლო სატრფონი აღგვანთებენ ისევ საომრად.

ხის ფესვებს დავღრღნით, შიმშილმა თუ შემოგვიტია,

ცვარ-ნამს შევსრუტავთ, წყურვილმა თუ დაგვრია ხელი,

იმ ღამეს ვიშვით, როცა ლეკვებს ყრიდა ძუ მგელი,

უფალს, ჩვენს მოდგმას, ჩვენს მიწა-წყალს ვემსახურები.

დაამატა - Added by: levan borchashvili (levanpankisi)|თარიღი:  18.04.2010


რა მაბადია ბედშავ სტუმარს ამ წუთისოფლის.

რა დაგიტოვოთ, რა გაჩუქოთ, რას გამომართმევთ,

მადლობა უფალს ქვეყნად ყოფნის ყოველი დღისთვის,

თურმე ვყოფილვარ დროებისთვის ერთი მოსახლე.

ერთი ლანდი და მოგონილი წუთი ვყოფილვარ,

რატომ მოვედი, რად ვიცხოვრე, რისთვის ვიწვალე?

ნუთუ ყველანი წამოვედით ერთი სოფლიდან,

და მთვარე დაგვდევს - ჩვენი მოზარე...

ამ დაღამებას, როგორც დილას, ყველანი ვუცდით,

დაგვცინის ბედი, ნატანჯ სხეულს მაინც მივათრევთ,

როს დასრულდება ნაბიჯები კენტიც და ლუწიც,

ცაში სიჩუმედ აგვიტაცებს თეთრი სინათლე...

მადლობა უფალს ქვეყნად ყოფნის ყოველი დღისთვის,

ჩვენ რომ გვაცხოვრებს და თვითონვე ჩვენთვის მეტს იღწვის,

რომ გვაძინებს და კვლავ გვაღვიძებს რბილ სასთუმალზე,

დასაწყისიდან ამ სიცოცხლის ...

 

დაამატა - Added by: levanpankisi (levanpankisi)|თარიღი:  18.04.2010


ცაზე დგას წვიმის დამდენი ღრუბელი, ხანაც დარია,
ყოფილან, იყვნენ რამდენნი და დღეს კი აღარ არიან.
ხან გვიწვიმს–გვაფრქვევს ზეცა ცვარს, ხან ცვივა თოვლის ფიფქები
ვიყავით გუშინ, დღესაც ვართ, და ერთხელ აღარ ვიქნებით,
ასეა, ერთხელ ჩვენც წავალთ, არ გვტანჯოს მასზე ფიქრებმა,
გუშინაც იყვნენ, დღესაც ვართ, და ხვალაც ვინმე იქნება.




მაგ თვალებს, მაგ წარბებს, მაგ თმათა დალალებს,
ძლივს წინ ვიღაცის ფიქრებით ნაწამებს,
მოვსტაცებ სიყვარულს,ყორნისფერ წამწამებს,
ღამით, რომ სასტიკად ჩემს ფიქრებს აწამებს.

წამო ჩემთან წამო, მე ამას გისურვებ,
ჩიტის რძეს მოგართმევ შენ თუკი ისურვებ,

სიყვარუყლს გაგიშლი და შენ შიგ იცურებ,
შენ მყავდე კარგო და ღმერთსაც შევიძულებ.

წამოდი წაგიყვან ხევსურეთს გაჩვენებ,
იქ ბოროტს და კეთილს ყველანი არჩევენ,
ბარის ტრადიციებს მთისანი დახევენ
და ცხენის ჭენებას მყისვე შეგაჩვევენ.

კოხტა კოშკს აგიგებ ჩანჩქერის ნაპირად,
შხეფები რომ მოხვდეს ლოდების აივანს,
სიყვარულს აგიხსნი სხივებით, როცა მზე
ჩანჩქერში ანწობით შიშველ ტანს დაიბანს.

ჭიუხვში ჯიხვს მოვკლავ და მხრებით მოგიტან,
სახსოვრად ლამაზ რქებს შენს სახელს დავაწერ,
გაოფლილ ლურჯა ცხენს ოფლს მოვწმენდ ბოგირთან,
და ლოდის წმინდა წყალს მშრალ ტუჩებს დავაწებ.

წამოდი ხომ ხედავ ცხოვრება ქარია
მეორედ ვერ ნახავ უკეთეს არჩევანს,
წამოდი ლამაზო ეგ შენი  თვალები,
ჭიუხვში ჯიხვების იმედად დარჩება.
დაამატა - Added by: mag tvalebs mag carbebs (daia)|თარიღი:  22.04.2010


კაცობას რჯული რად უნდა?
ეგ არას ერჩის ძმობასა,
მგელი მგელსა სდევს,ვეფხვი ვეფხვს,
ვაჟკაცი გულის ხმობასა.
არვიცი ვისი ლექსია,
მემეწონა კი ძრიალა,
გამამიშალა ფიქრები
და გული ამიფრიალა.
სულთანმა ბალალაიკაჲ,
ზარივით ააწკრიალა,
კაცური სიტყო,ჩეჩენმა,
ქართულად დააგრიალა.
ორივეს ღმერთი გფარავდესთ,
დამწერს და შამსრულებელსა.
სიმღერებს რო ჰქმნით,კაცისთვი,
ტკივილის განმკურნებელსა.
საიტზე სულ თქვენ გიყურებთ,
შენა და ხევსურ გელასა,
დაიაურებს ეტყობათ,
მღერის ნიჭი აქვთ ყველასა.
მახარებს მოხევე კაცსა,
თქვენი ძმობა და სიმღერა,
თქვენმა შამყურემ,მოსკოვჩი,
გავბედე ლექსის დაწერა.
კაცობას რჯული ვერ მაგცემს,
თუ არ მაგყვება ჯიშითა,
მაგას ვერც ფულით იშოვნი,
და ვეღარც მოთქმა-ვიშითა.




მან ვისაც ქვეყნად მონობა არ სურს,
მიბაძოს შამილს და შეიხ მანსურს!
მიბაძოს ჯოხარს იმ ყმაწვილ ავლურს
და ნუ მოიწყენს სიკვდილთა დავლურს!..

მიხეილ ღანიშაშვილი
დაამატა - Added by: sultan borchashvili


ცხოვრება მძირავს უძირო ვხედავ რო ვიღუპები
მზეო ნუ დაღვრი ცრემლებსა მზეო ნუ ასტირდები
რად მინდა შენი ცრემლები მე ჩემშეიც ჩავიხრჩვები!

უწყალო წუთისოფელო ჩემზე რა ცუდად სწყრები
რად გინდა ჩემი სიკვდილი, რად გინდა ჩემი ძვლები
სად რა დავხუჭავ თვალებსა, სადა რა გავცივდები!

ანდა სიცოცხლე რად მინდა სულ მუდამ გამწარების
ათასჯერ აშენებული ოცნების ტრამალები
ერთიან ჩამონგრეული ულიბოდ ნაშენები!

მოვკვდე სჯობს შემინახავნე ცივი სამარის ქვები
ჩემ შესანდობარს დალევენ ხევსური ძმა-ბიჭები
ჩემი ლოდინით დაღლილნი ატირდებიან ძმები!

ჩემ საფლავს არვინ შეამკობს ათასგვარ ყვავილებით
დღე და ღამ ცრემლებს დამაფრქვევს ცა სავსე ვარსკვლავებით
დაიფარება ნისლითა ჩემი გავლილი გზები!

ჩემ ხსოვნას შეინახავნე ფშავ-ხევსურეთის მთები
მალიმალ მამიგონებენ ველკეთილ ბილიკები
სატილში ჩემი სახლ-კარი მამ-პაპათ ნაშენები!

შუაფხოს ფშავლის ქალაი, სკოლაში ყმაწვილები
ფშავ-ხევსურეთის ჭალაი, არაგვის ნაპირები
თხილიანაის ველები ოცნებით დაღლილები!

შატილ ქავ ციხის კედლები, ვით ბუდე არწივების
მკლავ ჯანიანთა ნაცხოვრი, ბევრჯელ სისხლ ნაწვიმები
სატევარსავით აწვდილი ქისტეთის მწვერვალები!

სხვას ყველას მივავიწყდები არავის ვეხსომები
ხალხის გულიდან გავსხლტები, ვით ცყალში კალმახები
არც ვისგან შველას მოვითხოვ, არავის ვევედრები!

ჩემს კუბოს უპატრონებენ შავ მიწის ბინადრები,
ისედაც მოვა ყოველი მიტომ არ ველოდები,
სანამდე ვცოცხლობ მაცოცხლებს ღვინო შემსხმელი ფრთების!

ჩემ ძმა-ბიჭებთან ქეიფი, ღიმილი ლამაზების
სიმღერა შეუწყვეტელი დამვიწყებელი გზების,
მეტი სიმდიდრე არა მსურს სიცოცხლეს გეფიცებით!

ბულოური დათო
...
დაამატა - Added by: ჩემი ოცნები სადგური (daia)|თარიღი:  24.04.2010


გულო ნუ სტირი საბრალო, გაჩერდი გაიხარე
მზის სხივზე შეითამაშე ვარდისებრ გაიშალე,
ბულბულთან საბაასოდა ნუ დაიშურებ ალერსს
თორემ მე შენი შემყურე ხმალს შევეჭრები ნალესს!
ბულოური დათო
...
დაამატა - Added by: ***** (daia)|თარიღი:  24.04.2010


ოჰ ნუ, ნუ მკითხავ გაფრენილ წლებზე
და ნუ მოხიბლავ ჩემ სიყმაწვილეს,
ოჰ როგორ მინდა სიმღერა მთებზე
და ეს ჭალები როგორ მაშინებს!

შევესისხლხორცე ჭიუხებს ჭარმაგს
მამ-პაპის ბინა სადაც დავწირე,
დღეს მოგონება ქარიშხალსა ჰგავს
და ამ ჩემ გულში ღელავს სისინებს!

და ასე მსურდა სიმღერა მთებზე,
მთებზე რომლებიც ზრდიან არწივებს,
მაგრამ გულს დარდი გაუჩნდა შენზე
ჭიუხებს მზერა მით მოვაცილე!

სულ არ მენახე მერჩივნა ასჯერ
ყმაწვილს უცნობი ცეცხლი მაწვიმე,
მაგ თვალთა ტრფობის ისრებით დამჭერ
და უნუგეშოდ გზაზე გამწირე!

ბულოური დათო
...
დაამატა - Added by: მაგრამ გულს დარდი გაუჩნდა შენზე (daia)|თარიღი:  24.04.2010


წყალი კი არა სიცოცხლის
ნაკადი მოედინები,
მყინვარებიდან ფრთებსა შლი
მსოფლიოს მოეფინები!

როგორ არ გაქო შენს მნახველს
ძილს უფრთხობს შენზე ოცნება,
მოხვალ მკერდს უხსნი ბალახებს
გიყვარს ჩურჩული ფოთლებთან!

ხან გასაოცრად შმაგი ხარ
იცი ყვირილი ხარული,
ტალღების ქშენით მოდიხარ
კალაპოტ გადაღვარული!

ძალ-ღონე მთებისა მოგდევს
გზას მოიკაფავ ღრიალით,
მილოკავს ხავსიან ლოდებს
ტალღები არაგვიანი!

კლდეს ხვდები შხეფად იქცევი
გულს გიღრღნის გზაზე ზიანი,
მორევში შემოიქცევი
ვით ბნელში მგზავრი გვიანი!

ბულოური დათო
...
დაამატა - Added by: არაგვს (daia)|თარიღი:  24.04.2010


მივდივარ მიმყვება გოდებით,
არაგვის პითეთრი ტალღა,
მშვიდობით, ქედებო გშორდებით
ბავშობა სადღაა სადღა?!

გშორდები, გშორდები ლამაზო
და ალბათ ვეღარა გნახავ,
ბილიკი სიბნელეს მთავაზობს
და ფიქრებს კვლავ გულში ვმარხავ!...

ურჩია ცხოვრება, ურჩია
ნუ ტირი ლამაზო მწარედ.
იმედი გამიქრა გულშია
და თუკი მოვკვდები მალედ_

ნურასდროს, ნურასდროს დამძრახავ,
მე გიჟი არა ვარ არა,
შენ ხსოვნას გულთან თუ დავმარხავ
მე მეტი არა მსურს... კმარა!...

ბულოური დათო
...
დაამატა - Added by: განშორება (daia)|თარიღი:  24.04.2010


რას მატრიელებ ცხოვრებავ, რად მამთაბარებ აეგრა,
ყმაწვილს სრუ ლხინი მეგონე, შენ ზღვა ყოფილხარ ვეება,
რა მალე ჩამამიარეს ჩემ სიყმაწვილის დღეებმა,
გავწირე ჩემი არხოტი მითხრეს მშვიდობა კლდეებმა!

ნაწყენ თვალ გამამაყოლეს არხოტის საჯიხვეებმა,
ჯერ კი ვერ მამკლავ სიკვდილო მაინც თავს გავიმხნეება,
ერთი რო ჩემგან არ გჭირდეს ისე ვერ დამამკლეება,
კაცმ რო თქვას არხოტიონი სიკვდილსაც კიდევ შეება!

ჯაბუშანური გაბრიელი
...
დაამატა - Added by: ***** (daia)|თარიღი:  24.04.2010


ჩაქსოვილ წამწამთ მზე გიშლის
ფიფინებს შენი თვალები,
გშვენის ნაწნავი თმა გიშრის
მხრებს მოხდენილი მკლავები!

ტანი წერწეტი, ლერწამა
და წარბთა წყვილი რკალები,
ნეტავ ეს გულიც გეწამა
სიცოცხლეს გავითავებდი!

შენ სათუთ ზღაპრულ ბადეებს
ბაგეებს შევაზავებდი,
თეთრად ნათენებ ღამეებს
ჯავრისგან გავაშავებდი!

ნეტავ ამ გულის თხრობასა
ქალავ რატო არ დანებდი?!
ჩემსა შენდამი ტრფობასა
სიკვდილს არ გავატანებდი!

ბულოური დათო
...
დაამატა - Added by: ნეტავ ეს გულიც გეწამა (daia)|თარიღი:  11.05.2010


დღეს მომიტანეს პატარა ვარდი
პატარა ვარდი მხოლოდ წითელი
პატარა ვარდი მხოლოდ წითელი!

ის შემეკითხება დაღლილი თვალებით
წარსულში თუ ვინმე, თუ ვინმე მიყვარდა
წარსულში თუ ვინმე, თუ ვინმე მიყვარდა!

არ მიყვარს ეს კითხვა, ო როგორ არ მიყვარს
და ის კი ძალიან ძალიან მიყვარდა
და ის კი ძალიან ძალიან მიყვარდა!

ტირიფის ტოტმა წყლის პირას მდგარმა
ტოტები უფრო დაბლა დახარა
ტოტები უფრო დაბლა დახარა!

და მეც ვეცდები გრძნობებს არ ავყვე
და სასაცილო შენი არ გავხდე
და სასაცილო შენი არ გავხდე!

აბა რა ვუყოთ თუ არ გიყვარვარ
მეც არ მოვკვდები, არც გავგიჟდები
მეც არ მოვკვდები, არც გავგიჟდები!

მიმიღერე რამე ცისფერ თვალებზე
რომ დამავიწყდეს შავი თვალები
რომ დამავიწყდეს შავი თვალები!

ხომ შეიძლება გიყვარდეს ვინმე
მაგრამ არასდროს არ იყოს შენი
მაგრამ არასდროს არ იყოს შენი!

ხომ შეიძლება ჩვენ სიყვარულზე
იამ თვალები ახამხამოს
იამ თვალები ახამხამოს!

მე მომიტანეს ავი მაბავი
გულის დამწვავი და დამფუფქავი
გულის დამწვავი და დამფუფქავი!

შენი განწირვის დადგამო რიგი
ვინც გიყვარდაო გათხოვდა იგი
ვინც გიყვარდაო გათხოვდა იგი!

დღეს ქორწილია ძვირფასო შენი
შენ არ მელოდი მე კი მოვედი
შენ არ მელოდი მე კი მოვედი!

ძვირფასო რატომ, რატომ გასთხოვდი
მე ხომ თავს შენზე ფიქრში ვართობდი
მე ხომ თავს შენზე ფიქრში ვართობდი!

სხვასაც უყკვარდი ის გახარე
მეც ალბათ მალე სხვას შევიყვარებ
მეც ალბათ მალე სხვას შევიყვარებ!

თუ შენ სხვის ალერს ვერ გადაურჩი
სხვას ემთხვევიან ჩემი ტუჩებიც
სხვას ემთხვევიან ჩემი ტუჩებიც!

ალბათ ეს მწარე ფიქრებიც წავა
შენ შენთვის წახვალ მე ჩემთვის წავალ
შენ შენთვის წახვალ მე ჩემთვის წავალ!

თუ გათხოვებით გამაკარ ჯვარზე
ლოცვას გისაგძლებ ცხოვრების გზაზე
ლოცვას გისაგძლებ ცხოვრების გზაზე!

ჩემი ცხოვრების წყარო ეწერო
მშვიდობით იყავ ჯვარი გეწეროს
მშვიდობით იყავ ჯვარი გეწეროს!

...
დაამატა - Added by: პატარა ვარდი (daia)|თარიღი:  12.05.2010


ო, ეს ეკლესია რა დიდებულია
კიბეზე ჩამოვდივარ მარტო,
არსად მეჩქარება არსად მიმელია
კვლავ შენთან შეხვედრას ვნატრობ!

არ ვიცი რად მოხდა ჩვენი განშორება
გარდასულ ოცნებებს ვფარავ,
უფლება არა გაქვს, არ გადამეჩვიო
სხვას არ მიეჩვიო არა!

შენ რომ მიმატოვო ვის უნდა შევჩივლო
ვინ მატყვის წუხილი კმარა,
დედიკოს გაფიცებ არ გადამეჩვიო
სხვას არ მიეჩვიო არა!

...
დაამატა - Added by: ო ეს ეკლესია (daia)|თარიღი:  15.05.2010


სიზმარი


ეს რა სიზმარი ვნახე წუხელის,

შენ გიტაცებდი თეთრი რაშებით.

ქვას ატირებდა შენი წუხილი,

კრთოდნენ ვარსკვლავნი მოკაშკაშენი


ცხადში მე ამას ვიზამდი როგორ,

მერე, ხომ ბევრი უნდა მენანა.

შენ კი სულელი ყოფილხარ გოგო,

რატომ კივილით შესძარ ქვეყანა.


მოწმე გამხადე ჩემი დაცემის,

რად ამატკიე უფრო იარა,

მერე რა თუკი მოგიტაცებდი

სიზმარი იყო ცხადი კი არა.


გელა დაიაური.

...


Skype Me™!
კავშირი
ადმინისტრაციასთან




Copyright MyCorp © 2025

Website builder - uCoz
Top.QiSTi.RU